გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი გვარი, პირადი ნომერი: შორენა გოგოლაძე 04001001106
საგანი: ხელოვნება
ჩატარების თარიღი: 29.05.2019
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / II -კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 17 -
სსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა:
შთაგონების წყარო
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეს განუვითარდეს
ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი, შეძლოს ნახატით განწყობის გადმოცემა, შეძლოს ინფორმაციის ნიშანთა
ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა (მაგ: მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით
გამოხატვა). შეძლოს ნახატზე გაკვირვებით ანალიზი.
ე.ს.გ.II.7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი და შთაბეჭდილებები
საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
უზიარებს თანაკლასელებს შთაბეჭდილებებს წარმოდგენილ ნამუშევარზე;
·
საუბრობს შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მიიღო სხვისი ნამუშევრიდან.
ე.ს.გ.II.8. მოსწავლეს
ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის
საშუალება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე;
·
ასახელებს მიზეზს, რის გამოც შექმნა ესა თუ ის ნამუშევარი
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
აქტივობა №1
მივესალმები,
მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის
მიზანს და შეფასების რუბრიკებს, განწყობის შესაქმნელად სიტყვიერად წავახალისებ
|
მთელ
კლასი
|
გაკ.
მიზანი, ე.ს.გ. სტანდარტი, გრძელვადიანი მიზნები.
შეფასების
რუბრიკები,
|
3წთ.
|
|
2
|
აქტივობა №
2
გამოვიკითხავ წინა ცოდნას:
1.ფერები
იყოფა ჯგუფებად ესენია....
2.
მოსწავლეები ჩამოთვლიან ცივ და თბილ ფერებს
3.
ცისარტყელას ფერებია.... მოსწავლეები ჩამოთვლიან თამნიმდევრობით
4.
გავიხსენოთ, წინა გაკვეთილზე ლექსის მიხედვით, რა ნამუშევრები შევქმენით?
სავარაუდო
პასუხები: წავიკითხეთ ლექსი და დავხატეთ ლექსის ტექსტში მოცემული ფიგურები და განწყობა
შეფასება განვლილი მასალის
|
გონებრივი იერიში
გონებრივი
იერიში
გონებრივი
იერიში
განმავითარებელი
შეფასება
|
მთელ
კლასი
მთელი
კლასი
|
დაფა,
ფერადი ცარცი,
|
5წთ.
|
3
|
აქტივობა № 3
მასწავლებელი მოასმენინებს სიმღერას
მასწავლებელი
აძლევს ინსტრუქვიას, რომ უნდა მოუსმინონ სიმღერის ტექსტს, ტექსტში გამოყენებული სიტყვები
დაიმახსოვრონ, როგორი განწყობაც შეექმნებათ სიმღერის დასრულებისას, შეეცადონ გამოსახონ
ნახატის საშუალებით, შემდეგ მასწავლებელი მოასმენინებს საბავშვო ენკი-ბენკის სიმღერას
,,რა ღამეა “. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, წყვილებში გაუზიარონ ერთმანეთს მოსმენილი და ერთად
შექმნან ნახატი
მოსწავლეები
მოისმენენ სიმღერას ,,რა ღამეა“, რომელიც მხიარული განწყობის, სითბოს და სიხარულის შთაბეჭდილებით ხასიათდება. ვაძლევ დავალებას წყვილებს გააანალიზონ მოსმენილი, შეთანხმდნენ წყვილებში
და კომპოზიციურად გაანაწილონ ფურველზე
ფიგურები.
გამოიყენონ ფერები შესაბამისად, გადმოსცენ განწყობილება.
აქტივობა №4
პრაქტიკული მუშაობა
წყვილები.
მოსწავლეები შეასრულებენ მოსმენილი სიმღერიდან
ნახატს
აქტივობა №5
პრეზენტაცია: შეფასება:
წყვილებიდან გამოდის ერთ-ერთი, მათი სურვილის მიხედვით, აკეთებს
პრეზენტაციას, საუბრობს ნამუშევრის ირგვლივ და აკეთებს ანალიზს, თუ რა ფიგურები ასახეს,
რომელი ფერები გამოიყენეს, როგორ შექმნეს განწყობა და რატომ დახატეს ესა თუ ის ფიგურა.
თითოეულ პრეზენტატორს
შევაფასებ საკუთარი პრეზენტაციის დასრულებისას,
პარალელურად ნახატების გამოფენას ვაკეთებთ დაფაზე.
|
პრაქტიკული
მუშაობა
პრეზენტაცია
|
მთელი
კლასი
წყვილები
|
კომპიუტერი
ფანქარი,
საშლელი,
შავი
ფორმატები,
ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები
წყვილებში
შესრულებული
ნამუშევარი
|
5წთ
15წთ.
10წთ.
|
5
6
|
აქტივობა №7
შეჯამება:
მასწავლებელი
ახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს და მოსწავლეები აკეთებენ გაკვეთილის ანალიზს
აქტივობა №8
შეფასება:
შევაფასებ ინდივიდუალურად, მაგ: ჩართულობას
და აქტიურობას.
მოსწავლეებს შევაფასებინებ საკუთარ და ერთმანეთის ნამუშევრებს.
|
გონებრივი
იერიში
თვითშეფასება,
განმავითარებელი შეფასება,
|
მთელი
კლასი
მთელი
კლასი, ინდივიდუალურად
|
შეფასების
რუბრიკები
|
2წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შედეგი მიღწეულია,
თუ მოსწავლემ შეძლო ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ: მუსიკალურ
ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის) უნარი. შეძლო ნამუშევრის
პრეზენტაცია.
ხელოვნების
მასწავლებლის
შორენა
გოგოლაძის
სამოდელო
გაკვეთილის რეფლექსია
გაკვეთილი ჩავატარე დაწყებით საფეხურზე, II კლასში. (საგანი ხელოვნება, თემა:
შთაგონების წყარო). გაკვეთილი იყო სემიოტიკურ კომპეტენციაზე აგებული, წარიმართა
წინასწარი შედგენილი გეგმის შესაბამისად. დავიწყე კლასის ორგანიზებით და
მიზნის გაცნობით, მოსწავლეებს განვუმარტე გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზანი.
გაკვეთილის მიზანი იყო, ,, მოსწავლეს განუვითარდეს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი, შეძლოს ნახატით განწყობის გადმოცემა, შეძლოს ინფორმაციის
ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა
(მაგ: მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით
გამოხატვა). შეძლოს ნახატზე დაკვირვებით ანალიზი“.
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე
კითხვა-პასუხი, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა გაიხსენეს ცივი და თბილი ფერები,
ისაუბრეს ფერებით გამოწვეულ განწყობაზე, შევახსენე განვლილი გაკვეთილი სადაც
მოსწავლეებმა ლექსის მიხედვით დახატეს გაზაფხული, წინარე ცოდნა გულისხმობდა ახალი სასწავლო
მასალისთვის კონკრეტული მზაობის შექმნას.
ამის შემდეგ გავაკეთე მინი ლექცია, ვთხოვე მოსწავლეებს
მოესმინათ ყურადღებით ტექსტი და მუსიკიდან
მიღებული განწყობა და შთაბეჭდილება გადაეტანათ ფურცლებზე, მოვასმენინე საბავშვო სიმღერა (გია
მაჭარაშვილის ,,ოცნება“) . მოსწავლეებისათვის სახალისო აღმოჩნდა სიმღერა და
თითქმის ყველა მოსწავლე ჩუმად მღეროდა, აღნიშნეს რომ ეს მუსიკის მასწავლებელმა
ყკვე ასწავლა.
შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია მივაწოდე
და განვუმარტე, რომ ნახატი უნდა შეესრულებინათ შავ ფორმატზე, რადგან სიმღერა ღამის ოცნებაზე იყო აგებული, დაურიგე შავი
ფორმატები და ფანქრები, მოსწავლეები სამუშაოს
პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, ყველა წყვილი შეთანხმებულად, თანაბრად და აქტიურად
იყო ჩართული. საინტერესოდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რამაც ხელი შეუწყო
წყვილებში დავალების ხარისხიანად
შესრულებაში. საგრძნობლად გამოიკვეთა ჩემი და მოსწავლეების კეთილგანწყობილი
დამოკიდებულება.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია წყვილებში მუშაობა
და პრეზენტაციები, რაც ეფექტური იყო გაკვეთილის
მიზნის მისაღწევად. სწორედ სემიოტიკური
კომპეტენცია გულისხმობს ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის
განვითარებას, (მაგ. სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის
ილუსტრაციით გამოხატვას).
პრეზენტატორებმა წარადგინეს მეწყვილე,
ისაუბრეს, ნახატში წარმოდგენილ ფიგურებზე,
ფერებზე, განმარტეს თუ რატომ დახატეს ესა თუ ის ფიგურები მაგ: მურაბის ზღვა,
ნაყინის მთა, შოკოლადის ხეები, მარწყვის წვიმა, ნატვრის გემი და სხვა. მოსწავლეთა
ნამუშევრები ეფექტური გამოვიდა რადგან შავ ფორმატზე იყო შესრულებული პასტელით და
ფერადი ფანქრებით. ფოტოები ასახული მაქვს ბლოგზე
გაკვეთილის მსვლელობისას, ვახდენდი
განმავითარებელ შეფასებას, ინდივიდუალურად, წყვილებში და პრეზენტატორები, ასევე
მოსწავლეებს შევაფასებინე ერთმანეთი და უკვე გაკეთებული გამოფენიდან გამოავლინეს
საუკეთესო ნამუშევარი.
გაკვეთილი შევაჯამე კითხვა-პასუხის მეთოდით, მოსწავლეებმა ისაუბრეს და გააანალიზეს გაკვეთილიდან მიღებული ცოდნა მიზნის შესაბამისად
(უკუკავშირი).
გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმაჩნია:
მხედველობიდან გამომრჩა შეფასების კრიტერიუმების გამნარტება, თუმცა გამოკრული
მქონდა თვალსაჩინო ადგილზე.
გაკვეთილი ჩატარდა გეგმის მიხედვით, არ
დამჭირდა მოდიფიცირება და დროში ჩავეტიე ზუსტად. ვფიქრობ, ჩატარებული გაკვეთილი, მართლაც იყო
სემიოტიკური ხასიათის.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,
რომ გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს. გაკვეთილში მოსწავლეთა
ჩართულობა და აქტიურობა სასურველ დონეზე იყო. ვფიქრობ, გაკვეთილის სემიოტიკური მხარეც სასარგებლო იქნება, როგორც ჩემთვის,
ასევე ჩემი კოლეგებისთვის, (მაგ: მუსიკის პედაგოგისთვის) დანერგონ სემიოტიკური გაკვეთილის
ტიპები საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
No comments:
Post a Comment