პორტფოლიო არის ინდივიდუალური ნამუშევრების კრებული, სადაც დოკუმენტირებულია, როგორც მუშაობის პროცესი, ასევე შედეგი. იგი ნათლად წარმოაჩენს მასწაცლებლის თუ მოსწავლის მცდელობას, წინსვლას, მიღწევებს დროის გარკვეულ მონაკვეთში.
ნებისმიერ დისციპლინაში პორტფოლიო წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას დაინტერესებულ საზოგადოებას წარედგინოს ამა თუ იმ ინდივიდის მიღწევები და საუკეთესო ნამუშევრები მოცემულ სფეროში.
გამოყოფენ პორტფოლიოზე მუშაობის პროცესის ექვს ძირითად საფეხურს:
1. პორტფოლიოს თემისა და მიზნის განსაზღვრა:
2. მასალის შეგროვება:
შეგროვილი მასალის გადარჩევა და მნიშვნელობის გაანალიზება:
4. პორტფოლიოს გაფორმება:
5. პორტფოლიოს შეფასება და გადამუშავება:
6. პორტფოლიოს წარდგენა/პრეზენტაცია
რისთვის გვჭირდება მასწავლებლის პორტფოლიო?
- მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასებისათვის.
- პედაგოგიური რეფლექსიისათვის, რომლის დახმარებითაც მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ მიღწევებს პროფესიული ზრდის გზაზე.
პორტფოლიო მასწავლებლის ერთგვარი ,,სავიზიტო ბარათია", რომლის დახმარებით, დაინტერესებულ მკითხველს ნათელი წარმოდგენა შეექმნება მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ.
პორტფოლიოს მიმოიხილავენ მასწავლებლის დასაქმების, წახალისების ან კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კუთხით, პორტფოლიო მასწავლებლის საქმიანობის ადეკვატური შეფასების ინსტრუმენტია.
როგორ აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო?
პორტფოლიოს შედგენა შემოქმედებითი პროცესია. რაც უფრო ორიგინალურია პორტფოლიო, მით უფრო მაღალია მისი შეფასება.
No comments:
Post a Comment