გაკვეთილებზე ურთიერთდასწრება, კოლეგებთან შეხვედრები

გაკვეთილზე დასწრება
საერთაშორისო კვლევების თანახმად, მასწავლებლების პროფესიული განვითარება ეფექტურია, როდესაც მასწავლებლები ტრენინგ-სესიებში მონაწილეობის შემდეგ დამატებით პროფესიულ დახმარებას იღებენ და მონაწილეობენ სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების სასკოლო ღონისძიებებში. ამიტომ განათლების სამინისტრო ითვალისწინებს როგორც ტრენინგ-სესიების ჩატარებას მასწავლებლებისათვის, ასევე სხვადასხვა ტრენინგის-შემდგომ ქტივობას, მათ შორის ტრენერების ვიზიტებს სკოლებში და მასწავლებელთა სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებას

რა არის გაკვეთილზე დასწრება?

  გაკვეთილზე დასწრება არის მასწავლებლის სწავლების პრაქტიკაზე  დაკვირვების პროცესი, რომლის  ვინიშნავთ  მასწავლებლისა და მოსწავლის ქმედებებს, შემდეგ კი ხვდება მასწავლებელს, მასთან ერთად განიხილავს დაკვირვების შედეგებსა და სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების გზებს

რა არის გაკვეთილზე დასწრების მიზანი?

გაკვეთილზე დასწრების მიზანია მასწავლებლის დამატებითი პროფესიული მხარდაჭერა, რათა მან ეფექტურად შეძლოს ტრენინგ-სესიების დროს მიღებული ცოდნისა და უნარების წარმატებით გამოყენება სწავლების ყოველდღიურ პრაქტიკაში.

რამდენად ეფექტურია კოლეგებთან ერთად გეგმის შედგენა?


საკუთარი გაკვეთილის დაგეგმვას მასწავლებელი ძირითადად თავად ახორციელებს, მაგრამ თანამშრომლობა კოლეგებთან აუცილებელია. სხვა მასწავლებლებთან ერთად მუშაობა და იდეების გაზიარება პროფესიონალიზმის ზრდის საუკეთესო გზაა. იაპონიაში გამოყენებული თანამშრომლობითი მიდგომა, რომელსაც ‘’კენშუ’’-ანუ ‘’დახელოვნება სწავლის გზით’’ ეწოდება, ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც არიან ასეთი წარმატებულნი იაპონელი მოსწავლეები საერთაშორისო ტესტირებებში



                                    დაკვირვების შემდგომი შეხვედრა

  გაკვეთილზე დასწრებისას ყურადღებით ვაკვირდები  მასწავლებლების სწავლების და მოსწავლეთა სწავლის პროცესს და ვაგროვებ შესაბამის მონაცემებს

  გაკვეთილზე დასწრებამდე მასწავლებლებისგან ვიღებ გაკვეთილის გეგმებს, რომელიც მეხმარება დაკვირვების პროცესში


  დასწრებას მოჰყვება შემდგომი შეხვედრა, რომელსაც გაკვეთილის გეგმის მიმოხილვით ვიწყებ, გაკვეთილის შესახებ საკუთარი მოსაზრებების გაზიარებამდე, მასწავლებლები აკეთებენ თვითრეფლექსიას და საკუთარ პრაქტიკას კრიტიკულად აფასებენ


  შეხვედრის ბოლო ეტაპზე მათ ვუზიარებ ჩემს მოსაზრებებს გაკვეთილის შესახებ, განვიხილავთ ძლიერ და სუსტ მხარეებს და ვაძლევ უკუკავშირს

No comments:

Post a Comment

ონლაინ გამოფენები

  პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე მრავალმხრივ აღინიშნებოდა ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლაში. ყოველთვის ვახდენ...