- გადავწყვიტე მეც შევქმნა საკუთარი ბლოგი, მინდა ტრენინგებზე სწავლის შედეგი ვაჩვენო პრაქტიკულად, ჩვენ მოსწავლეებსაც ასე ვთხოვთ: - ისწავლე? - გამოიყენე... გააანალიზე... შეაფასე... გაუზიარე სხვას.
- ეს ბლოგი დღიურის მოვალეობას შეასრულებს ჩემს ცხოვრებაში, შევიტან ყველაფერს რასაც ვფიქრობ და ვაკეთებ, რა თქმა უნდა სკოლასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად კავშირშია სკოლასთან.
- მკითხველი ბლოგის ჩანართებიდან გაეცნობა ავტორის შესახებ ინფორმაციას, მის კარიერულ ზრდას, პროფესიულ საქმიანობას. ბლოგის მკითხველი ნახავს საინტერესო ჩანართებს: ,,გაკვეთილის გეგმები", ,,შეფასებები", ,, ტესტები, შემაჯამებელი წერები", ,,სამოდელო გაკვეთილები", ,,სწავლა-სწავლების თეორიები, მეთოდები, სტრატეგიები" ,,რესურსები", ,,პრეზენტაციები", ,, ღონისძიებები, გამოფენები" და სხვა
No comments:
Post a Comment