ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა მოიცავს 13 წელს. 2005 წლიდან ვმუშაობ სსიპ ბორჯომის №6 საჯარო სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად.
2015 წელს გავიარე მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდა და გადავედი მეორე საფეხურზე ( უფროსი მასწავლებელი).
ჩემი პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ინდივიდუალურ-დიფერენცირებული მიდგომაა, რასაც ინტენსიურად ვიყენებ ყოველდღიურ პრაქტიკაში, ეს ძალიან მეხმარება მოსწავლეებთან ურთიერთობაში. კარგად იცნობდე შენს მოსწავლეს ეს იმას ნიშნავს,რომ მოსწავლეს ვაძლევ თავისუფლებას სრულად წარმოაჩინოს თავისი აზრი, შესაძლებლობები, ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, შემოქმედებითობა და ასე შემდეგ. რაც უფრო ხშირად ვაქცევთ ყურადღებას თითოეულ მოსწავლეს და ვაფასებთ მის შრომას, მით უფრო იზრდება მისი დაინტერესება საგნის მიმართ. მოსწავლეების წახალისება და განმავითარებელი სეფასების მიცემა ჩემი პედაგოგიური საქმიანობის მთავარი მიმართულებაა.
საგაკვეთილო პროცესში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას ვუთმობ, რომ მოსწავლეს შევუქმნა პოზიტიური და მოწესრიგებული გარემო, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ მოსწავლესთან პოზიტიურ ურთიერთობებს, მიმაჩნია, სასურველ შედეგზე გავალ მაშინ თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არის ურთიერთ დაფასება და პატივისცემა, ამით უფრო გაეზრდება მოსწავლეს პირადი პასუხისმგებლობა სწავლაზე და თვითგანვითარებაზე.
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნიტ ყოველთვის ვცდილობ, რომ არ დავტოვო უყურადღებოდ მისი მცირედი წარმატებაც კი. მაგ: ჩემი საგნიდან გამომდინარე მომაქვს მათთვის მრავალფეროვანი სამუშაო მასალა, დიდი ზომის ფორმატები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ფერადი ფურცლები და ვაზლევ თავისუფლებას წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.
თანამედროვე საგაკვეთილო პროცესი წარმოუდგენელია მოსწავლეთა ჩართულობის გარეშე, ამ მხრივ დიდ ყურადღებას ვუთმობ და ხშირად ვიყენებ ჯგუფურ მუშაობას, დისკუსიებს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობის გაზრდას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას.
სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ვატარებ სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფებთან ერთად ინტეგრირებულ გაკვეთილებს მაგ: ისტორია, მუსიკა, ისტი. თანამშრომლობის მიზნით ვესწრები სხვა საგნის მასწავლებლებს გაკვეთილებზე, ასევე კათედრის წევრებთან მაქვს ხშირი შეხვედრები. სკოლაში 2011 წლიდან ვხელმძღვანელობ ხელოვნების კლუბს ,,პალიტრა".
შექმნილი მაქვს უამრავი, სახალისო და მიზნობრივი სასწავლო რესურსები მაგ: კროსვორდები, კედლის გაზეთები, ცხრილები, ელექტრონული წიგნი, ელექტრონული რესურსები, ტესტები, სხვადასხვა თვალსაჩინოებები, ლოგოები.(მასალები განთავსებულია ჩემს ელექტრონულ პორტფოლიოზე)
იმისათვის რომ მომავალი საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეებისათვის საინტერესოდ წავმართო, მოსწავლეებს ვთხოვ მოახდინონ ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილების, მეთოდების შეფასება წერილობითი შთაბეჭდილებების სახით, მე კი მათი ინტერესებიდან გამომდინარე შეძლების და გვარად ვითვალისწინებ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას.
აქტიურად ვთანამშრომლობ კათედრის წევრებთან, მაგ: ვუწევთ ერთმანეთს დახმარება-რეკომენდაციას სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში, პრობლემური მოსწავლის არსებობის შემთხვევაში ერთობლივად ურთიერთშეთანხმებით ვგეგმავთ ამ მოსწავლის მიმართ სასწავლო პროცესს.
ინტენსიურად ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, ამ მიზნით აქტიურად ვიღებ მონაწილეობას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტრენინგებში, რასაც აქტიურად ვიყენებ პროფესიულ საქმიანობაში.
No comments:
Post a Comment