გაკვეთილის გეგმამასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: შორენა გოგოლაძე 04001001106საგანი: ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20 - სსმ
მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: ფერები
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეს განუვითარდეს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი, კომპოზიციური განაწილების უნარი, შეძლოს ნახატში ფერით განწყობის გადმოცემა,შეძლოს ნახატზე გაკვირვებით ანალიზი ( ფერების მიხედვით ).
ე.ს.გ.II.3. მოსწავლე
აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა
ნამუშევარში.
ე.ს.გ.II.13. მოსწავლეს
შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ
გამოცდილებასთან.
ე.ს.გ.II.4. მოსწავლეს
შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შედეგი მიღწეულია,
თუ მოსწავლემ შეძლო ფორმატზე ფერების კომპოზიციური განაწილება, ფერით განწყობის გადმოცემა,
მსჯელობა, ანალიზი, გამოუმუშავდა ფანტაზიისა
და წარმოსახვის უნარი.შეფასება:
განმავითარებელი(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები
თან უნდა ერთვოდეს გეგმას)ხელმოწერა:თარიღი:
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი / II კლასი
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეს განუვითარდეს ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი, კომპოზიციური განაწილების უნარი, შეძლოს ნახატში ფერით განწყობის გადმოცემა,შეძლოს ნახატზე გაკვირვებით ანალიზი ( ფერების მიხედვით ).
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მივესალმები,
მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის თემას, გაკვეთილის
მიზანს და შეფასების რუბრიკებს, განწყობის შესაქმნელად წავახალისებ
|
მთელ
კლასი
|
გაკ.
მიზანი, ე.ს.გ. სტანდარტი, გრძელვადიანი მიზნები.
შეფასების
რუბრიკები, ფერადი ფანქრები.
|
5წთ.
|
|
2
|
გამოვიკითხავ წინა ცოდნას:
1.ფერები
იყოფა ჯგუფებად ესენია....
2.
ჩამოვთვალოთ ძირითადი და შედგენილი ფერები
3.
ცისარტყელას ფერებია.... მოსწავლეები ჩამოთვლიან თამნიმდევრობით
4.მოსწავლეების
დახმარებით დაფაზე ვაკეთებ ძირითადი და შედგენილი ფერების დიაგრამას
5.
მოსწავლეები ჩამოთვლიან ცივ და თბილ ფერებს
და დაფასთან შეავსებენ შესაბამისობის პლაკატს, სადაც ფიგურები უნდა დააკავშირონ მზესთან
ან ღრუბელთან
6.
შეფასება განვლილი მასალის
|
გონებრივი იერიში
გონებრივი
იერიში
გონებრივი
იერიში
გონებრივი
იერიში
განმავითარებელი
შეფასება
|
მთელ
კლასი
მთელი
კლასი
|
დაფა,
ფერადი ცარცი,
შესაბამისობის
ნახატებიანი პლაკატი, მარკერი
|
8წთ.
|
3
|
მასწავლებელი აჩვენებს
ვიდეორგოლს
მასწავლებელი
აჩვენებს movie
maker - ის პროგრამაში გადაღებულ ანიმაციას, სამი ძირითადი
ფერის შესახებ. ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დააკვირდნენ და ანალიზი
გააკეთონ შემდეგი აქტივობის
მოსწავლეები
ნახავენ საბავშვო ორი ფილმიდან სიუჟეტებს: ერთი იქნება ცივი ფერებით წარმოდგენილი
და სიცივის შთაბეჭდილებით, ხოლო მეორე თბილი ფერებით და მზიანი ამინდის შთაბეჭდილებით.
მასწავლებელი სვავს კითხვებს,(მაგ. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულმა ვიდეომ,
წელიწადის რომელი დრო იქნება წარმოდგენილი, რა განწყობა დაგეუფლად და რატომ, რომელი
უფრო მოსაწონია შენთვის და სხვა.) ისინი
ფერების და ემოციის მიხედვით გამოიცნობენ
და იმსჯელებენ თითოეული ვიდეორგოლის შთაბეჭდილებაზე,
გააანალიზებენ და გადმოსცემენ საკუთარ ემოციებს, მოსაზრებებს .
|
გონებრივი
იერიში
|
მთელ
კლასი
|
კომპიუტერი,
პროექტორი,
movie maker
-ის პროგრამაში გაკეთებული ანიმაცია და საბავშვო ანიმაციური
ფილმიდან ორი ფრაგმენტები
|
10წთ
|
4
5
6
|
განმტკიცება:
მოსწავლეებს
ვაძლევ დავალებას სადაც უნდა გამოიყენონ ცივი და თბილი ფერები. ფორმატზე კომპოზიციურად
უნდა გაანაწილონ მათთვის სასურველი ზღაპრის
გმირები, ერთი კეთილი პერსონაჟი და ერთი ბოროტი. მაგ: ფერია, ფიფქია, ბოროტი ჯადოქარი, მალვინა,
წითელქუდა და სხვ.
შეჯამება:
მასწავლებელი
ახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს და მოსწავლეები აკეთებენ გაკვეთილის ანალიზს
შეფასება:
მასწავლებელი იყენებს ძირითად ფერებს მოსწავლეების
შეფასებისთვის, ინდივიდუალურად, ასევე მასწავლებელი
აკთებს განმავითარებელ შეფასებას მაგ: ჩართულობის
და აქტიურობის
|
პრაქტიკული
სამუშაო
გონებრივი
იერიში
თვითშეფასება,
განმავითარებელი შეფასება,
|
ინდივიდუალური
მთელი
კლასი
მთელი
კლასი, ინდივიდუალურად
|
ფორმატები,
ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, მარკერები, საშლელი
შეფასების
რუბრიკები
|
20წთ.
2წთ.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
(ინოვაციური)
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: შორენა გოგოლაძე, 04001001106
ჩატარების თარიღი: 07.05.2019
საგანი: ხელოვნება
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო /
VIII- კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
20 - სსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა: თანამედროვე მხატვრები
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:ხელ.VIII.2. მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა
მასალის, ტექნიკის და პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს თემატიკას, ტექნიკას,
შესაბამის გამომსახველობით ხერხებს და მასალას
განწყობილების გადმოსაცემად.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:ხელ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების
ცხოვრებაში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან ან მის კონკრეტულ
ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების ცხოვრებაზე.
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის უცნობ მხატვარს, მის
განსაკუთრებულ სტილს, შეძლებენ ამ სტილით შექმნან ნახატი ჯგუფებში
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მივესალმები,
მოსწავლეებს
გავაცნობ გაკვეთილის თემას, განვუმარტავ
გაკვეთილის მიზანს და შევახსენებ შეფასების
კრიტერიუმებს
აქტივობა N1:
გამოვიკითხავ წინარე ცოდნას:
მოსწავლე
საუბრობს სხვადასხვა მხატვრულ მიმდინარეობებზე, სტილებზე, ჩამოთვლის სხვადასხვა სამუშაო
მასალას, უპასუხებს შემდეგ კითხვებს:
1.
ჩამოთვალეთ სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობები
2.ხომ
არ ვიცით რომელიმე უცნაური მასალით შესრულებული ნახატი? გარდა გუაშის, ფერადი ფანქრების,
პასტელის, აკვარელის. მასწავლებელი ასოციაციურ რუკას ავსებს დაფაზე.
4.დაფიქრდით,
შეიძლება არ გვინახავს, მაგრამ სხვა რა სამუშაო მასალით შეიძლება დაიხატოს ნახატი,
მოიფიქრეთ უცხო მასალა.
აქტივობა N2:
ახალი მასალა. მინი ლექცია (ვიდეორგოლი)
მოსწავლეებს ვესაუბრები და გავაცნობ მათთვის უცნობ
მხატვარს რუსუდან ქევანაშვილს (დუსუნა), რომელიც ხატავს ფერადი ძაფებით, ხელოვნებათმცოდნეებმა
მას ,,ფერადი ძაფებით ფერმწერი“ უწოდეს. გავაცნობ, როგორც ბიოგრაფიას ასევე შემოქმედებას,
მხატვრის განსაკუთრებულ სტილს. მოსწავლეები მონიტორზე ნახავენ, როგორ ასრულებს ნამუშევარს მხატვარი,
შესრულების ტექნიკას, ეს დაეხმარება ჯგუფს საკლასო დავალების შესრულებაში
აქტივობა N3: ჯგუფური მუშაობა.
თითოეულ
ჯგუფს კენჭისყრის მეთოდით ვაძლევ თემას (ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი, აბსტრაქტული
ნამუშევარი). მივცემ ინსტრუქციას. ჯგუფებმა
განსხვავებული მასალით და ტექნიკით, ფერადი ძაფებით უნდა შექმნან ნახატი.
.
აქტივობა N4: პრეზენტაცია.
ჯგუფი თავად ირჩევს ვინ გააკეთებს პრეზენტაციას, ჯგუფის პრეზენტატორი გამოვა დაფასთან, წარადგენს
ჯგუფს და ნამუშევარს. ისაუბრებს ნამუშევრის შესახებ
აქტივობა N5: შეფასება.
შევაფასებ
ჯგუფებს, განმავითარებელი
ჯგუფური მუშაობის კრიტერიუმებით და პრეზენტატორებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასების
კრიტერიუმებით
აქტივობა N9
გაკვეთილის
რეფლექსია. (უკუკავშირი)
,,რა
მიგვაქვს“, მოსწავლეებმა მოახდინონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამება. დაფაზე გავაკრავ ფორმატს, რომელზეც დახატული იქნება
,,გუდიანი კაცი“ და გუდაში ჩავწერთ რა მიგვაქვს ჩატარებული გაკვეთილიდან.
დავსვავ კითხვებს გაკვეთილის გასამთლიანებლად
1.რომელი
მხატვარი გავიცანით? რა სტილით ხატავდა ის?
2.
საიდან მოუვიდა მხატვარს ძაფებით ხატვის იდეა?
2.როგორ
ფიქრობთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მხატვრის (რუსუდან ქევანაშვილის) შემოქმედებამ
საზოგადოების ცხოვრებაზე?
აქტივობა N10 : განმავითარებელი
და განმსაზღვრელი შეფასება
(უკუკავშირი)
აქტივობა N9: საშინაო
დავალება
მოიძიონ
და გაეცნონ ინფორმაციას, რომელიც ეხება ბაქტერიებით ხატვას.
|
გონებრივი
იერიში
კითხვა-პასუხი
ხარაჩოს მეთოდი
მინი ლექცია
ჯგუფური
მუშაობა
ნახატის
შექმნა
პრეზენტაცია
შეფასება
შეჯამება
კითხვა-პასუხი
|
მთელ
კლასი
მთელი
კლასი
მთელი
კლასი
მთელი კლასი
ჯგუფები
ჯგუფის წევრი
მასწავლებელი
მოსწავლეები
მასწავლებელი
მოსწავლეები
ინდივიდუალურად
მასწავლებელი
|
ასოციაციური
რუკა, მარკერი,
კომპიუტერი,
პროექტორი.
წებო,
ფერადი ძაფები, ფორმატი, მაკრატელი, ფანქარი, სველი სალფეთქები.
ჯგუფში
შექმნილი ნახატი
შეფასების
რუბრიკები
მარკერი,
ფორმატი.
,
|
2წთ
3წთ
5წთ
18წთ
8წთ
2წთ
4წთ
2წთ
1წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები: შედეგი მიღწეულია,
თუ მოსწავლემ შეძლო თეორიული მასალის ათვისება, გაეცნო თანამედროვე
შემოქმედის სტილს, ჩაერთო ჯგუფურ მუშაობაში და შექმნა ფერადი ძაფებით, შესაბამისი გამომსახველობითი
ხერხებით ნახატი. შეძლო მსჯელობა კონკრეტულ ნაწარმოებთან დაკავშირებით
სამოდელო გაკვეთილის
რეფლექსია
გაკვეთილი ჩავატარე VIII კლასში. (საგანი ხელოვნება, თემა:
თანამედროვე მხატვრები). გაკვეთილი იყო ინოვაციური და მიზნად ისახავდა ისეთ თანამედროვე მიდგომას
როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება, სამოქალაქო ცნობიერება, თვითგამოხატვის უნარი
და ანალიზურ-სინთეზური მიდგომა. ეს ხელს
უწყობს ხელოვნების შესწავლის პროცესში მოვლენათა გააზრებას, საკუთარი და სხვების
შემოქმედების დახასიათებას, შეფასებას და ანალიზს, მოსწავლეთა მიერ მხატვრული
იდეების პროდუცირებას.
გაკვეთილი წარიმართა წინასწარი შედგენილი
გეგმის შესაბამისად.
გაკვეთილი დავიწყე კლასის
ორგანიზებით და მიზნის გაცნობით, მოსწავლეებს განვუმარტე გაკვეთილის თემა და
სასწავლო მიზანი, აქვე შევახსენე შეფასების რუბრიკები.
გაკვეთილის მიზანი იყო, ,,მოსწავლეები გაეცნობიან მათთვის უცნობ
მხატვარს, მის განსაკუთრებულ სტილს, შეძლებენ ამ სტილით შექმნან ნახატი ჯგუფებში“
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე
კითხვა-პასუხი და ასოციაციური რუკა, რომლის საშუალებითაც მოსწავლეებმა ჩამოთვალეს
სხვადასხვა მხატვრული მიმდინარეობები და უცნაური მასალით (გარდა: გუაშის, ფერადი
ფანქრების, აკვარელის, პასტელის) შესრულებული ნახატი. წინარე ცოდნა გულისხმობდა
ახალი სასწავლო მასალისთვის კონკრეტული მზაობის შექმნას.
ამის შემდეგ გავაკეთე მინი ლექცია
და მონიტორზე ვაჩვენე ვიდეორგოლი,
გავაცანი თანამედროვე მხატვარი, რუსუდან ქევანაშვილი, ხელოვნებათმცოდნეებმა მის ტექნიკას „ძაფით
ფერწერა“ უწოდეს. კატალოგში, სადაც XXI საუკუნის ახალ ტექნოლოგიებზე იყო საუბარი, მისი ტექნიკაც შევიდა.
მოსწავლეებისათვის საინტერესო აღმოჩნდა ახალი მასალა.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია ჯგუფური
მუშაობა, კლასში შეიქმნა ოთხი ჯგუფი, თითოეულ ჯგუფს კენჭისყრის მეთოდით მივეცი
დავალება თემაზე: ნატურმორტი, პეიზაჟი, პორტრეტი და აბსტრაქტული ნამუშევარი.
შესასრულებელი დავალების ინსტრუქცია მივაწოდე და განვუმარტე, რომ ნახატი უნდა
შეესრულებინათ ახალი მეთოდით, ახალი ტექნოლოგიით(დაქუცმაცებული ძაფებით) შეექმნათ
„ძაფებით ფერწერა“, რასაც ითვალისწინებს ინოვაციური გაკვეთილის ტიპი. ჯგუფებს
გადავეცი რესურსი, რომელიც მრავალფეროვანი იყო (ფერადი ძაფები, მაკრატელი, მშრალი
და თხევადი წებოები, ფუნჯები, ფორმატები, ფანქრები, საშლელები და სველი
სალფეთქები). მოსწავლეები სამუშაოს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ, ჯგუფებში ყველა მოსწავლე თანაბრად და აქტიურად
იყო ჩართული. საინტერესოდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, რამაც ხელი შეუწყო
ჯგუფებს დავალების ხარისხიანად შესრულებაში. აღსანიშნავია, რომ აქტიურობდა და
გამოიკვეთა ის მოსწავლეები, ვინც დაბალი აკადემიური მოსწრებით ხასიათდებოდა.
საგრძნობლად გამოიკვეთა ჩემი და მოსწავლეების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
პრეზენტატორებმა
წარადგინეს ჯგუფები, ისაუბრეს, როგორც შესრულებულ ნახატზე, ისე გამოყენებულ თანამედროვე ტექნიკაზე.
გაკვეთილის მსვლელობისას წახალისების მიზნით, ვახდენდი განმავითარებელ
შეფასებას, როფორც ინდივიდუალურად ისე ჯგუფურად. ხოლო პრეზენტატორები შევაფასე
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკებით.
გაკვეთილი შევაჯამე ინოვაციური მეთოდით, ,,რა მიგვაქვს“?. დაფაზე გავაკარი
ფორმატი, რომელზეც დახატული იყო დიდი
,,გუდიანი კაცი“. გუდაში ჩავწერეთ, გაკვეთილიდან მიღებული ცოდნა, მიზნის
შესაბამისად (უკუკავშირი).
გაკვეთილის სუსტ მხარედ მიმაჩნია
შემდეგი ხარვეზები: ვფიქრობ პრეზენტაციისთვის განკუთვნილი დრო ზედმეტი იყო, მოსწავლეებმა ისაუბრეს სწრაფად, შემეძლო
პრეზენტატორებისთვის დამესვა სიღრმისეული
და მაღალი სააზროვნო კითხვები, რაც ვერ გავითვალისწინე, ამან განაპირობა, რომ გაკვეთილის დასრულებისას
დამრჩა დრო, დრო რომ ფუჭად არ დაკარგულიყო და გამომეყენებინა მიზნის შესაბამისად,
დამჭირდა გაკვეთილის გეგმაში კორექტირების შეტანა. განვუმარტე და გადავეცი ინდივიდუალურად, წინასწარ ამობეჭდილი საშინაო დავალება, რომელიც ეხებოდა ინოვატორ მხატვრებს, კერძოდ ბაქტერიებით ხატვას
და ვესაუბრე სხვადასხვა მხატვრული
ტექნიკის შესახებ. ამ ცვლილებით საგაკვეთილო მიზნები
არ დამიზარალებია. შემდეგი გაკვეთილის ჩატარებისას
შევეცდები მაქსიმალურად დავიცვა
თითოეული აქტივობისთვის განკუთვნილი დრო და არ ავჩქარდე. წინასწარ დავწერ სიღრმისეულ კითხვებს, მაღალი
სააზროვნო უნარების გამომუშავებისთვის.
ვფიქრობ, ჩატარებული გაკვეთილი, მართლაც იყო
ინოვაციური ხასიათის. ამასთან, ამ გაკვეთილზე წარმოდგენილი მეთოდი/მიდგომა არაა
გათვალისწინებული ჩვენს ხელთ არსებულ არცერთ სახელმძღვანელოსა თუ მეთოდურ
გზამკვლევში. (ცხადია ეს მიდგომა ჩემი გამოგონება არაა. თუმცა ამ გაკვეთილზე
წარმოდგენილი სიტუაცია, კონტექსტი, სრულიად ორიგინალურია და ჩემეულია.)
გაკვეთილი
წარმართული იყო სწავლების ტიპების: ,,ვერბალური სწავლება“ , ,, ვიზუალური სწავლება“ და ,,პრაქტიკული სწავლების“ მიხედვით.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ
გაკვეთილმა გაამართლა, მიაღწია დასახულ მიზნებს. გაკვეთილში მოსწავლეტა ჩართულობა
და აქტიურობა სასურველ დონეზე იყო. ვფიქრობ, გაკვეთილის ინოვაციური მხარეც
სასარგებლო იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი კოლეგებისთვის, დანერგონ
ინოვაციური გაკვეთილის ტიპები საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში.
სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის
ტიპი: სამოდელო.
გამჭოლი კომპეტენციები - სემიოტიკური
კომპეტენცია
მასწავლებელი:
შორენა გოგოლაძე
|
|
საგანი: ხელოვნება
|
კლასი: II
|
თემა: წელიწადის ოთხი დრო
|
დრო: 40 წთ
|
მოსწავლეთა
პროფილი:20 მოსწავლე. სსმ მოსწავლე - არ არის
|
|
გაკვეთილის მიზანი:
·
ხელ:
მოსწავლემ შეძლოს წელიწადის დროების დახატვა შესაბამისი
ფორმებით, გამოჭრან და დააწებოს ფიგურები შესაბამისად, ფერებით.ისაუბროს და გადმოსცეს განწყობა და შთაბეჭდილება. გააკეთოს პრაგმატული ტექსტი
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:ხელ.II.4. მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა
და წარმოსახვის მეშვეობით
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლე გამოსახულებას
ანაწილებს სასურათე სიბრტყეზე, საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ
იდეებზე. საუბრობს ფერების შესახებ
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
თუ მოსწავლემ შეძლო
წელიწადის დროების დახასიათება, ნამუშევარში
შთაბეჭდილებების მიღება, პრაგმატული ტექსტის შექმნა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,
ჩაერთო ჯგუფურ მუშაობაში, პრეზენტაციის გაკეთება,
მაშინ შედეგი მიღწეულია. მოვახდენ განმავითარებელ შეფასებას
წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით.
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: დაფა, ცარცი, ლეპტოპი, პროექტორი, ფერადი ფანქრები, ფორმატები,
მარკერები, ცხრილი, ფორმა პრეზენტაციისთვის.
|
|
აქტივობა
N1.გაკვეთილის
მიზნის გაცნობა და შესაბამისად გამოწვევა- მთელ კლასთან 5წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ
წინა მასალა, გაუჩნდეთ
მოტივაცია გაკვეთილზე ჩართულობისათვის.
აქტივობის აღწერა: (კითხვა -
პასუხი)
1. გავიხსენოთ
ფერებით მოყოლილი ამბები?
2. რომელი
ამბავი დაგამახსოვრდათ? როგორ გამოსახე ამბავი?
3. როგორი
ფერები არსებობს?
4.
დავფიქრდეთ და გავიხსენოთ წელიწადის
დროები
5.
წელიწადის რომელი დრო არის ახლა?
6.
დავახასიათოდ წელიწადის დროები,
ვავსებთ დაფაზე დახაზულ ცხრილს
|
|
აქტივობა
N2 მინი ლექცია (სლაიდ შოუ)
5 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
უნდა გაიაზრონ ინფორმაცია, აითვისონ თეორიული ცოდნა (როგორი შთაბეჭდილება და განწყობა გვექმნება ბუნების ცვლილების დროს).
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვესაუბრები ზოგადად წელიწადის დროებზე, რა განწყობას ქმნის
და როგორი ფორმებით შეიძლება მათი ნახატზე გადატანა, დამახასიათებელ ფერებზე და ვაჩვენებ მონიტორზე ფოტოკოლაჟს
(წელიწადის ოთხი დრო). ეს დაეხმარება ჯგუფს დავალების შესრულებაში
აქტივობა
N3: ჯგუფური მუშაობა 18 წთ
აქტივობის მიზანი: თითოეულმა ჯგუფმა დახატოს დაკვირვების შედეგად წელიწადის ერთი დრო,
,პეიზაჟი“ გამოიყენოს სათანადო ფერები, სხვადასხვაგვარი
ხაზი და ფორმა, შეძლოს მარტივი ტექსტის შედგენა მოცემულ თემაზე
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს დავყოფ ოთხ ჯგუფად, ჯგუფებს დავარქმევ წელიწადის დროების
სახელებს, ჯგუფში მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს
ნახატი და მცირე ზომის ტექსტი, ნათლად ვაძლევ
აქტივობის ინსტრუქციას და მიუთითებ აქტივობისთვის განსაზღვრულ დროს, ასევე ვაძლევ ინსტრუქციას, როგორ შექმნან პრაგმატული
ტექსტი
აქტივობა
N4: პრეზენტაცია
8წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ გააკეთოს ჯგუფური
ნამუშევრის პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა: ჯგუფის პრეზენტატორი
გამოვა დაფასთან, წარადგენს ჯგუფს და ნამუშევარს. ისაუბრებს ჯგუფური ნამუშევრის შესახებ
აქტივობა
N5: შეჯამება
4წთ
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა მოახდინონ გაკვეთილზე
მიღებული ცოდნის გამთლიანება.
აქტივობის აღწერა:
დავსვავ კითხვებს გაკვეთილის გასამთლიანებლად
1.
რა გააკეთა თითოეულმა ჯგუფმა?
2.
წელიწადის რომელ დროზე იმუშავე?
3.
ჯგუფში, რა გააკეთე? დახატე თუ ტექსტის დაწერაში მიიღე
მონაწილეობა?
4.
სხვა ჯგუფიდან რომელი იყო შენთვის უფრო საინტერესო?
აქტივობა
N6: განმავითარებელი
შეფასება ( გაკვეთილის მსვლელობისას) და უკუკავშირი
2წთ
აქტივობის მიზანი:
მოტივაციის
ამაღლება, საკუთარი აზრის გამოთქმის და თვითშეფასების უნარის განვითარება
აქტივობის აღწერა:
რამდენიმე მოსწავლეს ვაფასებ, განმავითარებელი შეფასებით, ვეცდები გამოვკვეთო მათი ძლიერი
მხარეები და მიუთითო რას მიაქციონ ყურადღება, რომ გამოასწორონ ის ხარვეზები,
რაც ჰქონდათ გაკვეთილის ჩართულობის დროს
(უკუკავშირი), ეს დაეხმარება მოსწავლეს შემდგომ დავალებას უკეთ გაართვას თავი
|
|
რეფლექსია
ჩემი
გაკვეთილის თემა იყო ,,წელიწადის დროები“, ეს თემა ყოველთვის საინტერესოა და განსაკუთრებით მოსწონთ დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეებს, ასევე საინტერესო იყო ჩემთვისაც ელექტრონული რესურსის შექმნა, რამაც განაპირობა სამოდელო გაკვეთილის ჩატარება
გაკვეთილი
დავიწყე კლასის ორგანიზებით და მიზნის
გაცნობით, მოსწავლეებს განვუმარტე გაკვეთილის თემა და სასწავლო მიზანი.
ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, მოსწავლემ
შეძლოს წელიწადის დროების დახატვა შესაბამისი ფორმებით, გამოჭრას და დააწებოს ფიგურები შესაბამისად, ფერებით.
ისაუბროს და გადმოსცეს განწყობა და შთაბეჭდილება. გააკეთოს პრაგმატული ტექსტი
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გამოვიყენე
კითხვა-პასუხი, რომელიც კავშირში იყო სემიოტიკურ აზროვნებასთან. გამოწვევის ფაზაზე
მოსწავლეებისათვის მოტივაციის შექმნის
მიზნით შევავსეთ ცხრილი (წელიწადის დროების მახასიათებლები)
ამის შემდეგ გაკვეთილის გეგმის მიხედვით
ვაჩვენე ფოტოკოლაჟი PowerPoin-ის პროგრამაში, რესურსები
წინასწარ მქონდა შემუშავებული და
მიზნობრივად გამოვიყენე გაკვეთილზე. ფოტოკოლაჟის ჩვენებისას ვაწვდიდი ინფორმაციას
(მინი ლექცია). ეს რესურსი მოდიფიცირების გარეშე შესაძლებელია გამოიყენოს ბუნების
მასწავლებელმა, სხვა საგნები მოახდენენ ცვლილებებს.
მოსწაცლეებს ჯგუფების მიხედვით მივეცი
დავალება, ვინაიდან კლასში შეიქმნა ოთხი
ჯგუფი, თითოეულ ჯგუფს უნდა დაეხატა წელიწადის ერთი დრო და ნახატის მიხედვით უნდა
შეედგინათ პრაგმატული ტექსტი. თითოეულმა ჯგუფმა დაამუშავა მიცემული დავალება, მოსწავლეები სამუშაოს პასუხისმგებლობით
მოეკიდნენ.
გაკვეთილის ძლიერ მხარედ მიმაჩნია მოსწავლეების
პრეზენტაციის სწორად გაკეთება, ეს
აქტივობა ეფექტური იყო სემიოტიკური
აზროვნების უნარის გამომუშავებისათვის, პრეზენტატორებმა წარადგინეს ჯგუფი და
ისაუბრეს, როგორც შესრულებულ ნახატზე
ისე, ნახატის მიხედვით შესრულებულ პრაგმატულ ტექსტზე.
გაკვეთილი
შევაჯამე კითხვა-პასუხის მეთოდით.
თითოეულმა
ჯგუფმა სათითაოდ განმარტა შესრულებული
დავალება, ვცდილობდი მონაწილეობა მიეღო ისეთ მოსწავლეებს ვინც ნაკლებად
აქტიურობდა. მოსწალეებს თავად შევაფასებინე ჯგუფები, საუკეთესოდ
გამოავლინეს ჯგუფი ,,ზამთარი“.
გაკვეთილის მსვლელობისას წახალისების
მიზნით, ვახდენდი განმავითარებელ
შეფასებას, როგორც ინდივიდუალურად ასევე ჯგუფურად. შეფასების დროს არ დამირღვევია
ობიექტურობის პრინციპი, ასევე გაკვეთილის
ბოლოს გავაკეთე უკუკავშირი იმ მოსწავლეების მიმართ ვისგანაც მეტს მოველოდი და
ნაკლებად იყვნენ ჩართული.
გაკვეთილი მთლიანობაში ეფუძვნებოდა გამჭოლ
კომპეტენციებს - სემიოტიკურ აზროვნებას. ვფიქრობ, რომ მივაღწიე გაკვეთილით
განსაზღვრულ მიზანს. გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა, დასრულებისას დამრჩა
დრო ორი წუთი. დრო რომ ფუჭად არ
დაკარგულიყო და გამომეყენებინა მიზნის შესაბამისად, წინასწარ მწონდა ერთი აქტივობა
მოაზრებული. მოსწავლეებს დავუსვი კითხვა, ხომ არ იცოდნენ ლექსი ან სიმღერა
წელიწადის დროების მიხედვით, რამდენიმე მოსწავლემ სურვილის მიხედვით ლექსიც თქვა
და იმღერა კიდეც. ეს აქტივობა დავაკავშირე
სემიოტიკურ უნართან მაგ:(ნახატის მიხედვით გაიხსენეს სიმღერა).
გაკვეთილის პროცესში დისციპლინური დარღვევები არ
დაფიქსირებულა, თუმცა რამდენიმე მოსწავლე მინიმალურად
ჩაერთო სასწავლო პროცესში, რაც, ჩემი გაკვეთილის მთავარ ხარვეზად მიმაჩნია
მაქსიმალურად შევეცადე, ჩემ მიერ ჩატარებული
გაკვეთილისთვის ,,კრიტიკული მეგობრის“ თვალით შემეხედა. ვფიქრობ, გამოირკვა რამდენიმე საკითხი რომელიც შემდგომი
გაკვეთილის ჩატარებისას უნდა გავითვალისწინო, კერძოდ ჯგუფური მუშაობისას ინსტრუქცია ცოტა ბუნდოვანი
იყო და ამისთვის დამჭირდა დამატებითი
განმარტებების მიცემა. ასევე დამჭირდა წესების გამეორებაც. შემდეგში
შევეცდები დავიცვა თითოეული აქტივობისთვის
განკუთვნილი დრო და არ ავჩქარდე.





No comments:
Post a Comment