🎨 მუხლები ბავშვის უფლებათა კონვენციიდან
მუხლი 1. 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი ითვლება ბავშვად.
მუხლი 2. ყველა ბავშვი თანასწორია და ერთნაირი უფლებები აქვთ.
მუხლი 6. ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება
მუხლი 7. ყველა ბავშვს დაბადებისთანავე აქვს სახელისა და მოქალაქეობის უფლება.
მუხლი 9. ყველა ბავშვს აქვს ოჯახში აღზრდისა და ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლება.
მუხლი 12-13. ყველა ბავშვს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი შეხედულება ყველა საკითხზე,რომელიც მას ეხება. მის შეხედულებებს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.
ბავშვებს, ისევე როგორც უფროსებს, უფლება აქვთ გამოთქვან საკუთარი აზრი ზეპირად, წერილობით, ნახატის ან სხვა სახით, ისე, რომ არ შელახონ სხვების ღირსება და არ დაარღვიონ ვინმეს უფლება.
მუხლი 16. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს მის პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის, საცხოვრებლის ხელყოფისა და მისი ღირსებისა და რეპუტაციის შელახვისგან.
მუხლი 17. ყველა ბავშვს უფლება აქვს დაუბრკოლებლად მიიღოს მისი განვითარებისთვის საჭირო ყველანაირი ინფორმაცია და მასალები.
მუხლი20. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას და დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც რაიმე მიზეზით მოწყვეტილი არიან ოჯახს.
მუხლი 22. სახელმწიფო ვალდებულია , დაიცვას და დაეხმაროს ლტოლვილ ბავშვებს, მათ ისეთივე უფლებები აქვთ , როგორც ყველა მათ თანატოლს.
მუხლი 23. ყველა ინვალიდ ბავშვს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მისი ღირსების დაცვას, განუმტკიცებს მას საკუთარი ძალების რწმენას და გაუადვილებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქრიურ მონაწილეობას.
მუხლი 24. ყველა ბავშვს აქვს ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო ცხოვრების უფლება. ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანსაღი საკვებითა და სასმელი წყლით.
მუხლი 27. ყველა ბავშვს ყფლება აქვს ჰქონდეს განვითარებისათვის საჭირო ყველა პირობა. მშობლები და სახელმწიფო ვალდაბულნი არიან უზრუნველყონ ბავშვები საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით.
მუხლი 28. ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება.
მუხლი 30. ყველა ბავშვს ყფლება აქვს ილაპარაკოს მშობლიურ ენაზე.
მუხლი 31. ყველა ბავშვს აქვს თამაშისა და დასვენების უფლება.
მუხლი 24-27. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ძალადობისაგან.
მუხლი 38. ყველა ბავშვი დაცული უნდა იყოს ომისგან, დაუშვებელია ბავშვების ჯარში გაწვევა.
მუხლი 42. ყველა ბავშვსა და უფროსს უფლება აქვს იცოდეს, რა წერია ბავშვთა უფლებების კონვენციაში.
Subscribe to:
Comments (Atom)
ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით აწყობილი გაკვეთილები ხელოვნებაში
არსებული ლინკი მოიცავს ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით აწყობილ გაკვეთილებს, სულ 70 გაკვეთილი. გაკვეთილები აწყობილია poverpoint პროგრ...
-
გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: შორენა გოგოლაძე 04001001106 საგანი: ხელოვნება ...
-
მოსწავლეებმა ჯგუფებში შექმნეს გაზეთები, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და განაწილებული ქონდათ როლები თანაბრად, ასევე ყველა მოსწავლემ...
-
არსებული ლინკი მოიცავს ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით აწყობილ გაკვეთილებს, სულ 70 გაკვეთილი. გაკვეთილები აწყობილია poverpoint პროგრ...
No comments:
Post a Comment