გაკვეთილის
ტიპი: სამოდელო.
ინოვაციური
მასწავლებელი:
შორენა გოგოლაძე
|
|
საგანი: ხელოვნება
|
კლასი: VIII
|
თემა: ინოვატორი მხატვრები
|
დრო: 45 წთ
|
მოსწავლეთა
პროფილი: 20 მოსწავლე. სსმ მოსწავლე - არ არის
|
|
გაკვეთილის მიზანი:
·
ხელ:
მოსწავლეები
გაეცნობიან მათთვის უცნობ მხატვარს, მის განსაკუთრებულ სტილს, შეძლებენ ამ
სტილით შექმნან ნახატი ჯჯუფებში
|
|
ე.ს.გ.ხელ.VIII.2
მოსწავლე იჩენს ინიციატივას და ავითარებს სხვადასხვა მასალის, ტექნიკის და
პროცედურის გამოყენების უნარს ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
ე.ს.გ.ხელ.VIII.13.
მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს მასალას რომელიმე ცნობილი შემოქმედის ცხოვრებასთან
ან მის კონკრეტულ ნაწარმოებებთან დაკავშირებით და მსჯელობს, რა გავლენა იქონია საზოგადოების
ცხოვრებაზე.
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლე საუბრობს სხვადასხვა მხატვრულ მიმდინარეობებზე, სტილებზე,
ჩამოთვლის სხვადასხვა სამუშაო მასალას.
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
თუ მოსწავლე ჩაერთო ჯგუფურ მუშაობაში, შეძლო
პრეზენტაციის გაკეთება მიზნის შესაბამისად
და მოახდინა ჩატარებული აქტივობების შეჯამება,
მაშინ შედეგი
მიღწეულია. მოვახდენ განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებას წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით.
|
|
სასწავლო მასალა
და რესურსები: დაფა, ცარცი, ლეპტოპი, პროექტორი, ფერადი ძაფები, ფორმატები,
მაკრატელი, წებო, ფერადი ფურცლები, მარკერი.
|
|
აქტივობა
N1.გაკვეთილის
მიზნის გაცნობა და შესაბამისად გამოწვევა- მთელ კლასთან 6წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა გაიხსენონ
წინა მასალა, გაუჩნდეთ
მოტივაცია გაკვეთილზე ჩართულობისათვის.
აქტივობის აღწერა: (კითხვა -
პასუხი)
1.
არსებობს სხვადასხვა მხატვრული
მიმდინარეობები, რომელი და რომელი?
2. ჩამოთვალეთ
ნებისმიერი საჭირო მასალა, ნახატის შესასრულებლად
3.
ხომ არ ვიცით რომელიმე უცნაური
მასალით შესრულებული ნახატი?
4.
დაფიქრდით, შეიძლება არ გვინახავს,
მაგრამ სხვა რა სამუშაო მასალით შეიძლება დაიხატოს ნახატი, მოიფიქრეთ უცხო მასალა
|
|
აქტივობა
N2 მინი ლექცია (ვიდეორგოლი) 5 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
უნდა გაიაზრონ ინფორმაცია, მიიღონ თეორიული
ცოდნა
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს ვესაუბრები და ვაჩვენებ მონიტორზე ვიდეორგოლს. გავაცნობ მათთვის უცნობ მხატვარს, რომელიც ხატავს ფერადი
ძაფებით, გაცაცნობ როგორც ბიოგრაფიას ასევე
შემოქმედებას, მხატვრის განსაკუთრებულ სტილს. მოსწავლეები მონიტორზე ნახავენ,
როგორ ასრულებს ნამუშევარს მხატვარი, ეს
დაეხმარება ჯგუფს დავალების შესრულებაში
აქტივობა
N3: ჯგუფური მუშაობა 18 წთ
აქტივობის მიზანი: თითოეულმა ჯგუფმა დახატოს განსხვავებული სტილით, ნახატი უნდა შექმნან ფერადი
ძაფებით. პრაქტიკული სამუშაო დაეხმარება მოსწავლეს საკითხის უკეთ გააზრებაში
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებმა
ჯგუფებში უნდა შექმნან ახალი სტილის
ნახატი, ფერადი ძაფებით. ჯგუფი თავად ირჩევს ნახატის თემას (ნატურმორტი, პეიზაჟი,
პორტრეტი და სხვა.)
აქტივობა
N4: პრეზენტაცია
8წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ გააკეთოს ჯგუფური
ნამუშევრის პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა: ჯგუფის პრეზენტატორი
გამოვა დაფასთან, წარადგენს ჯგუფს და ნამუშევარს. ისაუბრებს ჯგუფური
ნამუშევრის შესახებ
აქტივობა
N5: ჯგუფური
მუშაობის შეფასება
აქტივობის აღწერა:
შევაფასებ მოსწავლეებს ინდივიდუალურად და ჯგუფურად,
ასევე მოსწავლეები გამოავლენენ საუკეთესო ჯგუფურ ნამუშევარს
1.
ჯგუფში, რა გააკეთე?
2.
სხვა ჯგუფიდან რომელი იყო შენთვის უფრო საინტერესო?
რატომ?
აქტივობა
N6: შეჯამება ,,რა მიგვაქვს“
4წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოახდინონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის
გამთლიანება. გამოყონ მიღებული ცოდნიდან მთავარი
აქტივობის აღწერა:
დაფაზე გავაკტავ ფორმატს, რომელზეც დახატული იქნება გუდიანი კაცი
და გუდაში ჩავწერთ რა მიგვაქვს ჩატარებული
გაკვეთილიდან.დავსვავ კითხვებს გაკვეთილის გასამთლიანებლად
1. რომელი მხატვარი გავიცანით?
რა სტილით ხატავდა ის?
2.
როგორ
ფიქრობ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს მხატვრის შემოქმედებამ საზოგადოების ცხოვრებაზე?
აქტივობა N7: განმავითარებელი შეფასება ( გაკვეთილის მსვლელობისას), ხოლო გაკვეთილის ბოლოს მოვახდენ
განმსაზღვრელ შეფასებას და უკუკავშირს 2წთ
აქტივობის მიზანი:
მოტივაციის
ამაღლება, საკუთარი აზრის გამოთქმის და თვითშეფასების უნარის განვითარება
აქტივობის აღწერა:
რამდენიმე მოსწავლეს ვაფასებ, განმავითარებელი შეფასებით, ვეცდები გამოვკვეთო მათი ძლიერი
მხარეები და მიუთითო რას მიაქციონ ყურადღება, რომ გამოასწორონ ის ხარვეზები,
რაც ჰქონდათ გაკვეთილის ჩართულობის დროს
(უკუკავშირი), ეს დაეხმარება მოსწავლეს შემდგომ დავალებას უკეთ გაართვას თავი
აქტივობა
N7: საშინაო დავალება, მოიძიონ და გაეცნონ ინფორმაციას,
რომელიც ეხება ბაქტერიებით ხატვას. https://mydog.ge/mikrobebit-sheqmnili-xelovneba/ 2წთ
|
Monday, June 3, 2019
სამოდელო გაკვეთილი - ინოვაციური
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ონლაინ გამოფენები
პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე მრავალმხრივ აღინიშნებოდა ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლაში. ყოველთვის ვახდენ...
-
გაკვეთილის გეგმა მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: შორენა გოგოლაძე 04001001106 საგანი: ხელოვნება ...
-
მოსწავლეებმა ჯგუფებში შექმნეს გაზეთები, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და განაწილებული ქონდათ როლები თანაბრად, ასევე ყველა მოსწავლემ...
-
აქტივობის მიზანი იყო მეორე კლასის მოსწავლეებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია სახვითი ხელოვნების ჟანრის, პორტრეტის შესახებ, რომელიც დაკავშირ...
No comments:
Post a Comment