Friday, June 14, 2019

გამოფენა, დაჯილდოება ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის მიერ.

 12 ივნისს ბორჯომის მეექვსე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის მიერ მოწყობილ ღია გამოფენაზე. იყო ადგილზე ხატვა ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ხოლო დაჯილდოება მოეწყო ძველი თეატრის შენობაში. აღნიშნული ღონისძიება იმართება ყოველი წლის პირველ ივნისს, მაგრამ უამინდობის გამო შეიცვალა ჩატარების დრო. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის სხვადასხვა საგნებში, ასევე  მიღწეული წარმატებისათვის. ხელოვნების კლუბის წევრს მერვე კლასის მოსწავლეს მირანდა დომნეზს ჯილდოდ  გადასცეს  დიპლომი, საინტერესო წიგნები  და ხელნაკეთი ჩანთა. ყოველ წელს ვიღებთ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაზე და შესაბამისად ვემზადებით წინასწარ ამისთვის.




No comments:

Post a Comment

ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით აწყობილი გაკვეთილები ხელოვნებაში

 არსებული ლინკი მოიცავს ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით აწყობილ გაკვეთილებს, სულ 70 გაკვეთილი. გაკვეთილები აწყობილია poverpoint პროგრ...