პროექტი ,,ერთი შედევრის ისტორია"
პროექტის განხორციელებისას მიზანმიმართულად ვიყენებ ინტეგრირებულ და ინოვაციურ სასწავლო მიდგომებს. პროექტი იწყება სასწავლო წლის დასაწყისიდან და გრძელდება წლის ბოლომდე. აქტივობები ტარდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ორშაბათ დღეს, მეცხრე კლასში.
„ერთი შედევრის ისტორია“ მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურულ და ისტორიულ ეპოქაში შექმნილი მხატვრული შედევრების გაცნობასა და ანალიზს. თითოეულ შეხვედრაზე მოსწავლეები ეცნობიან ერთ კონკრეტულ ნამუშევარს — ეს შეიძლება იყოს ფერწერის, სკულპტურის, ლიტერატურის ან მუსიკის შედევრი. ვცდილობ წამოვჭრა კითხვები ავტორის კონტექსტზე, ეპოქაზე, შინაარსზე, სტილზე და გავლენაზე თანამედროვე ხელოვნებაში
ვაგროვებ თემატურ მასალას, ვამზადებ პრეზენტაციებს და ვაწარმოებ დისკუსიებს მოსწავლეებთან ერთად. ყოველ შეხვედრაზე გამოიყენება ვიზუალური მასალა (სლაიდები, ვიდეოები, ციფრული რესურსები), რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას და ქმნის ინტერაქციულ გარემოს.
პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა კულტურული ცნობიერების ამაღლებას, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, გუნდურ მუშაობას და სიტყვიერ თვითგამოხატვას. წლის ბოლოს გაკეთდა შემაჯამებელი პრეზენტაცია სადაც თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა მისთვის ყველაზე შთამბეჭდავი შედევრის ისტორია
No comments:
Post a Comment