Friday, November 17, 2017

კარიერული წინსვლისათვის

  გადავწყვიტე მეც შევქმნა საკუთარი ბლოგი, მინდა ტრენინგებზე სწავლის შედეგი ვაჩვენო პრაქტიკულად, ჩვენ მოსწავლეებსაც ასე ვთხოვთ: - ისწავლე? - გამოიყენე... გააანალიზე... შეაფასე... გაუზიარე სხვას.
          ეს ბლოგი დღიურის მოვალეობას შეასრულებს ჩემს ცხოვრებაში, შევიტან ყველაფერს რასაც ვფიქრობ და ვაკეთებ, რა თქმა უნდა სკოლასთან, მოსწავლეებთან, კოლეგებთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად კავშირშია სკოლასთან.
         მკითხველი ბლოგის ჩანართებიდან გაეცნობა ავტორის შესახებ ინფორმაციას, მის კარიერულ ზრდას, პროფესიულ საქმიანობას. ბლოგის მკითხველი ნახავს საინტერესო  ჩანართებს: ,,გაკვეთილის გეგმები",  ,,შეფასებები",  ,, ტესტები, შემაჯამებელი წერები",  ,,სამოდელო გაკვეთილები",  ,,სწავლა-სწავლების თეორიები, მეთოდები, სტრატეგიები"  ,,რესურსები",  ,,პრეზენტაციები",  ,, ღონისძიებები, გამოფენები"  და სხვა

No comments:

Post a Comment

ონლაინ გამოფენები

  პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე მრავალმხრივ აღინიშნებოდა ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლაში. ყოველთვის ვახდენ...