Thursday, January 14, 2021

ონლაინ გამოფენები

 პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

ეს დღე მრავალმხრივ აღინიშნებოდა ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლაში. ყოველთვის ვახდენდით სკოლაში არსებული შესაძლებლობების რეალიზებას.
ამჟამად მოვაწყვეთ გვანცა ხაჩიძის პერსონალური, ონლაინ გამოფენა.
თემა ,,ჩემი ფერადი სამყარო".
ხელოვნების პედაგოგი: შორენა გოგოლაძე
<iframe width="560" height="315" src="https://www.artsteps.com/.../5ed4228ef94e5b05fb03.../560/315" frameborder="0" allowfullscreen></iframe>



--------------------------------------------------------------------------------------------------------


დისტანციური სწავლების დროს შექმნილი ნახატების ონლაინ გამოფენა 26 მაისთან დაკავშირებით, თემაზე ,,საქართველოო ლამაზო"



-----------------------------------------------------------------------------------------------------






----------------------------------------------------------------------------------------------------



ბორჯომის №6 საჯარო სკოლის V - კლასის მოსწავლის ლევან ნოზაძის პერსონალური (ვირტუალური) გამოფენა.
iframe width="560" height="315" src="https://www.artsteps.com/.../5eb5b465169f425ce15b.../560/315" frameborder="0" allowfullscreen></iframe>


---------------------------------------------------------------------------------------------------------


Friday, June 21, 2019

იყო მასწავლებელი არ ნიშნავს, 

  მხოლოდ ორმოცდახუთი წუთი გაატარო მოსწავლეებთან. 

  შენ უნდა იქცე მათი ცხოვრების ნაწილად

   იმ კონკრეტულ დროსა და ადგილზე, როცა მათ სჭირდები.




Friday, June 14, 2019

,,ჩემი მეგობრის პორტრეტი" მეორე კლასი


აქტივობის მიზანი იყო მეორე კლასის მოსწავლეებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია სახვითი ხელოვნების ჟანრის, პორტრეტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის გამოსახვასთან. გარდა გარეგანი, ინდივიდუალური მსგავსებისა, მხატვარი პორტრეტში გადმოსცემს ადამიანის ხასიათს, მის სულიერ სამყაროს, ხასიათს, ასევე იმ ეპოქის თავისებურებებს, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს. მოსწავლეებმა შეძლეს ნახატების გაკეთება.


გამოფენა, დაჯილდოება ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის მიერ.

 12 ივნისს ბორჯომის მეექვსე სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა, ბორჯომის ბავშვთა ფედერაციის მიერ მოწყობილ ღია გამოფენაზე. იყო ადგილზე ხატვა ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ხოლო დაჯილდოება მოეწყო ძველი თეატრის შენობაში. აღნიშნული ღონისძიება იმართება ყოველი წლის პირველ ივნისს, მაგრამ უამინდობის გამო შეიცვალა ჩატარების დრო. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის სხვადასხვა საგნებში, ასევე  მიღწეული წარმატებისათვის. ხელოვნების კლუბის წევრს მერვე კლასის მოსწავლეს მირანდა დომნეზს ჯილდოდ  გადასცეს  დიპლომი, საინტერესო წიგნები  და ხელნაკეთი ჩანთა. ყოველ წელს ვიღებთ მონაწილეობას აღნიშნულ ღონისძიებაზე და შესაბამისად ვემზადებით წინასწარ ამისთვის.




Monday, June 3, 2019

მესამე კლასი ,,დეკუპაჟი"


,,ღამე ჩემს ქალაქში"

მესამე კლასი
მერვე კლასის მოსწავლეება შეარჩიეს თემა ,,ღამე ჩემს ქალაქში" და მესამე კლასის მოსწავლეებს  გაუწიეს დახმარება, (პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ფარგლებში) მისცეს რეკომენდაციები, როგორ, რა მასალით სეიძლებოდა დავალების შესრულება. ნამუსევრები მართლაც საინტერესო გამოვიდა. გამოფენა მოაწყვეს საკლასო ოთახში


გამოფენა ,,რა ღამეა"

მეორე კლასში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი (სემიოტიკური კომპეტენციები), თემაზე: შთაგონების წყარო. მოსწავლეებმა მოუსმინეს სიმღერას ,,ოცნება"(კომპ. გია მაჭარაშვილი). შექმნეს საინტერესო ნახატაბი  და გააკეთეს პრეზენტაციები. მოსწავლეებმა დახატეს სიმღერის ტექსტიდან ,,მურაბის ზღვა",  ,,მარწყვის წვიმა",  ,,ოცნების გემი",  შოკოლადის ხეები",  ,,ნაყინის მთა" და სხვა. განსაკუთრებით  ეფექტური იყო მათ მიერ გაკეთებული პრეზენტაციები


ონლაინ გამოფენები

  პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ეს დღე მრავალმხრივ აღინიშნებოდა ბორჯომის მეექვსე საჯარო სკოლაში. ყოველთვის ვახდენ...